• ქ.თბილისი.ლილოს დას.(ნაკვ.05/004)
  • +995 32 240 70 97



შპს „დაფნა“ არის აზერბაიჯანული „Azersun Holding“-ის შვილობილი კომპანია. აღნიშნული ჰოლდინგი აზერბაიჯანსა და საქართველოში ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას, როგორიცაა აგარის შაქრის კომპანია“ და „აქსეს ტრანსი“. „Azersun Holding“ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, კომპანია დაარსდა 1994 წელს და საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა „Teksun“ ბრენდის სახელით, ეს იყო საქართველოში ჰოლდინგის კუთვნილი პირველი შვილობილი კომპანია. მომდევნო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუდმივი ცვლილებების პროცესი, რამდენიმეჯერ განხორციელდა სხვადასხვა კომპანიასთან შერწყმა და რებრენდინგი. ხოლო 2009 წლიდან ჰოლდინგი საქართველოში ოპერირებს „დაფნა“-ს სახელით.

              კომპანია „დაფნა“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი „Sun“,„PAPI“), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, „ჩვენი სუფრის“ ნაწარმს.

              საქართველოში „დაფნას“ კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, მათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.